top of page
ek52xeyv4oh7fra.png

უსაფრთხოების ყვითელი დონე: საფრთხე მედიისთვის

ე.წ. რუსული კანონის ინიციირების შემდეგ, სამი თვის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტმა უსაფრთხოების ყვითელი დონე 10-ჯერ გამოაცხადა, რის გამოც 2024 წლის გაზაფხულის მოვლენების მიმდინარეობისას ონლაინ და ბეჭდურ მედიას პარლამენტში მუშაობა შეეზღუდა. ყვითელი ზონის გამოცხადების მიზეზად პარლამენტი უსაფრთხოებას ასახელებს, თუმცა განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული თუ რა სახის საფრთხეს ქმნის ბეჭდური თუ ონლაინ მედია.

“ნეტგაზეთის” რედაქტორი, თაზო კუპრეიშვილი ამბობს, რომ პარლამენტში მედიის მუშაობა ეტაპობრივად გართულდა და პიკს 2024 წლის გაზაფხულზე მიაღწია, როცა საკანონმდებლო ორგანოში ონლაინ მედიის მუშაობის აკრძალვასთან ერთად, საქმიანობა სხვა ზოგიერთი კრიტიკული ტელეკომპანიის ჟურნალისტსაც შეეზღუდა. პარლამენტი გადაწყვეტილების მიზეზად ჟურნალისტის მიერ წესების დარღვევას ან უტაქტო კითხვის დასმას ასახელებს, თუმცა თავად ჟურნალისტები მის მიღმა სხვა მიზეზებს ხედავენ.

შეზღუდვების ისტორია

“პუბლიკას” და “ნეტგაზეთის” რედაქტორები იხსენებენ, რომ მედია ამ გამოწვევის წინაშე დგას 2023 წლიდან, როდესაც პარლამენტმა ახალი გადაწყვეტილებით, სხვა შეზღუდვებთან ერთად, მედიასაშუალებებს აკრედიტებული წარმომადგენლების რიცხვი შეუმცირა.“პუბლიკას” რედაქტორის, ლიკა ზაკაშვილის თქმით, ცვლილებები დაუსაბუთებელი და ბუნდოვანი იყო, რადგან პარლამენტს არ ჰქონდა კონკრეტული საბაბი იმისა, რომ შეეზღუდა აკრედიტებული ჟურნალისტების რაოდენობა პარლამენტში.,,როცა აკრედიტაციის თავიდან გავლის მომენტი დადგა, გავიგეთ, რომ გამოცემებს აკრედიტირებულთა რაოდენობა შეეზღუდა. აღარ შეგეძლო, მაგალითად, მთელ გუნდზე, ყველა ჟურნალისტზე მოგეთხოვა აკრედიტაცია, დაწესდა კვოტები და ახლა თითოეულ ონლაინ მედიას შეუძლია მხოლოდ 3 აკრედიტებული ჟურნალისტი ჰყავდეს. აი, მე, მეგალითად, არ ვარ აკრედიტებული და თუ მომინდება პარლამენტში შესვლა, უნდა მოვითხოვო საშვი“.აკრედიტაციის გაცემის წესების ცვლილების შემდგომ, პარლამენტმა მიიღო უცხო პირების შესვლის შესახებ ახალი წესი, რომლის მიხედვითაც, პარლამენტში უსაფრთხოების დონეები ცხადდება. სწორედ ამ წესით ისარგებლა პარლამენტის თავმჯდომარემ 2024 წლის აპრილში, ორგანოში ყვითელი ზონა გამოცხადდა და რის გამოც ონლაინ და ბეჭდურმა მედიებმა პარლამენტში მუშაობა ვერ შეძლეს.ჟურნალისტებს პარლამენტში საქმიანობას სხვა ახალი წესებიც უშლის. ერთ-ერთი რეგულაციის თანახმად, თუ რომელიმე მედიის წარმომადგენელი დეპუტატს დერეფანში ნებართვის გარეშე გაჰყვება, ეს შესაძლოა მისი აკრედიტაციის შეჩერების საფუძველი გახდეს. ცვლილების საფუძველზე, მუშაობა უკვე არაერთ ჟურნალისტს შეეზღუდა.

როდის მიმართავს პარლამენტი შეზღუდვებს?

ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ პარლამენტში მუშაობა ყოველთვის არ არის მედიისთვის შეზღუდული. ამ გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარე იღებს კონკრეტულ დღეებში, როდესაც საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე მოვლენები საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა

მედიის აკრედიტაციის ახალი რეგულაცია პარლამენტმა შესაბამისი სფეროს წარმომადგენლებთან კონსულტაციის გარეშე მიიღო. მათ შორის, საკანონმდებლო ორგანომ არ გაითვალისწინა "მედიის ადვოკატირების კოალიციის" უკუკავშირი, რომლის მიხედვითაც ორგანიზაცია სპიკერს უზიარებდა, რომ ცვლილებები საუკეთესო პრაქტიკას არ შეესაბამებოდა.

 

"მედიის ადვოკატირების კოალიციის" თავმჯდომარე, მამუკა ანდღულაძე, მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე სხვა მოვლენების ფონზე, კიდევ უფრო ზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. საბოლოოდ ეს აზიანებს არა მხოლოდ მედიის წარმომადგენლებს, არამედ მის აუდიტორიასაც, რომელსაც აქტუალურ საკითხებზე სურს ინფორმაციის მიღება და ვერ იღებს, რადგან მედიის გარკვეულ ნაწილს დაუსაბუთებელი მიზეზით პარლამენტში მუშაობა ეზღუდებ

"წელს კიდევ უფრო გაუარესდა მდგომარეობა. როდესაც მაღალი საჯარო ინტერესის შეხვედრები იმართება, დისკუსიები მიმდინარეობს, პრემიერ-მინისტრი გამოდის, ონლაინ მედიებს პარლამენტში მუშაობა პირდაპირ აუკრძალა, რაც არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კანონმდებლობას"

მამუკა ანდღულაძე, მედიის ადვოკატირების კოალიციის თავმჯდომარე

რატომ იზღუდება ონლაინ და ბეჭდური მედია ყველაზე ხშირად?

რატომ ონლაინ და ბეჭდური მედია? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არც ონლაინ მედიის წარმომადგენლებს აქვთ, რადგან პარლამენტი არ ასახელებს კონკრეტულად რა საფრთხეს ქმნის მათი მუშაობა პარლამენტში. ჟურნალისტების ვარაუდით, ამის მიზეზი შესაძლოა ისაა, რომ ე.წ. რუსული კანონის მიმართ ონლაინ მედია განსაკუთრებული წინააღმდეგობით გამოირჩევა.თაზო კუპრეიშვილი ამის მიზეზად გაუმჭვირვალობის სურვილს ასახელებს. მისი აზრით, პარლამენტარებს ამით კომფორტული გარემოს შექმნა და კრიტიკული კითხვებისგან თავის არიდება სურთ. “ნეტგაზეთის” რედაქტორის თქმით, შეზღუდვებმა მედია მნიშვნელოვნად დააზარალა. ბოლო პერიოდში ონლაინ მედია აღარ არის ინფორმირებული კონკრეტული მოვლენების შესახებ, რომელიც პარლამენტს თუ პარლამენტარებს ეხება, რაც საბოლოოდ საზოგადოების ინფორმირების ხარისხზე აისახება. ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ პარლამენტი შეზღუდვების პრაქტიკას სექტემბერ-ოქტომბერშიც მიმართავს.

ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა: პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა (IPI), პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპულმა ცენტრმა (ECPMF), ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციამ (EFJ), ისევე როგორც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდეს, უარი თქვას მიღებულ ცვლილებებზე და მისცეს ჟურნალისტებს თავისუფალი მუშაობის საშუალება.


მსგავსი განცხადება გაავრცელა საქართველოს სახალხო დამცველმაც.

bottom of page